დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რომის პაპთან აუდიენციის ეტიკეტი, არაკათოლიკე მანდილოსნისგან, მოითხოვს შავი ფერის ჩაცმულობას, ასევე შავ მანდილს! სასაცილო უვიცობაა - ბაკურ ბაკურაძე 18.06.2021 20:58

ცნობილი პროდიუსერი და რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე ეხმაურება საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე. ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა, პაპთან შეხვედრის დროს:
  
„რომის პაპთან აუდიენციის ეტიკეტი, არაკათოლიკე მანდილოსნისგან, მოითხოვს შავი ფერის ჩაცმულობას, ასევე შავ მანდილს! სასაცილო უვიცობაა“, წერს ბაკურ ბაკურაძე.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა. პრეზიდენტის ვიზიტით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება ვატიკანთან. შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვატიკანთან ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ურთიერთობები გაღრმავდეს და განმტკიცდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ