ახალციხეში მცხოვრებ თეონა გოგოლაურს და მიშა კაპერსკის ოთხი ტყუპი, სამი ბიჭი და ერთი გოგო შეეძინა. პატარები საკეისრო კვეთით დაიბადნენ. დედა და შვილები თავს კარგად გრძნობენ.
„ორსულობის დასაწყისში გავიგეთ, რა თქმა უნდა მოულოდნელი იყო ოთხი შვილის დედობა. მეც და პატარებიც თავს კარგად გვრძნობთ“, – ამბობს თეონა გოგოლაური.
ოთხი ტყუპი გუშინ, 17 ივნისს, თბილისში კლინიკა „პინეოში“ დაიბადა.
„ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებული დღეა! ახალგაზრდა წყვილი ოთხი შვილის მშობელი ერთდროულად გახდა! მნიშვნელოვანია, რომ ორსულობა გახლდათ ბუნებრივი გზით მიღებული", – წერს კლინიკა ფეისბუკ გვერდზე.
მშობლებმა პატარებს დავითი, დანიელი, მაქსიმე და მართა დაარქვეს.
sknews.ge
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge