საქართველოს საიდუმლო ადგილები - რატომ დაბლოკეს „დისქავერის" მიერ გადაღებული ფილმი

თორნიკე სოხუმელი

 

 

"1972 წელს საქართველოში უცნაური რამ მოხდა. ეშერას ლაბორატორიაში ჩაუშვეს კომისია, რომელშიც მეცნიერებიც იმყოფებოდნენ. ცნობილია ამ მეცნიერების ვინაობაც: ჯუმბერ ლომინაძე; ვახტანგ აბაშიძე; გერმანე გობეჯიშვილი. მეცნიერებმა მიწისქვეშ რაც ნახეს, ეს ნამდვილი შოკი იყო. გერმანე გობეჯიშვილი უცნაური დაავადებით დაავადდა და მალე გარდაიცვალა, ვახტანგ აბაშიძეს კიბო გაუჩნდა, ერთადერთი მხოლოდ ჯუმბერ ლომინაძე გადარჩა და თავადაც უკვირდა ეს ამბავი. როგორც ჯუმბერ ლომინაძემ პირად საუბრებში აღნიშნა, საქართველოს ქვეშ არის გიგანტური ლაბორატორია,სადაც ტარდებოდა გენეტიკური ექსპერიმენტები რამოდენიმე ათეული წლის უკან, რომელიც არის დაკონსერვებული და წყლით ამოვსებული. ამ ლაბორატორიაში რამდენიმე ჩასასვლელი ყოფილა, ეს ჩასასვლელები ყველას სმენია, მაგრამ ადამიანებს იმდენად აქვთ გონება დახშული, რომ მსგავსი საკითხები სასაცილოდ არ ჰყოფნით. როგორ დაიწყო ყველაფერი? 1965 წელს მოსკოვმა დაიწყო გეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები კავკასიაში ნავთობის აღმოსაჩენად. საქართველოში ისინი ხარაგაულის მიდამოებში აწარმოებდნენ დაბურღვით სამუშაოებს და მოხდა უცნაური რამ; ბურღვის დროს ბურღი სიცარიელეში ჩავარდა. ჩაუშვეს სპეციალური აპარატი და იქ წყალი აღმოჩნდა. ბურღი სხვა ადგილას გადაიტანეს და იქაც იგივე განმეორდა. ყველგან წყალი და სიცარიელე იყო ახლო ტერიტორიაზე. ეს ამბავი იქვე არსებულ სოფელშიც გაიგეს და ხალხმა მეცნიერებს აჩვენა გამოქვაბულები, საიდანაც ჩადიოდა ხვრელები მიწისქვეშ. რამდენიმე მკვლევარი ჩავიდა და სენსაციური ამბავი ამოიტანეს. მათ მიწისქვეშ აშკარად ხელოვნური ზემოქმედების კვალი აღმოაჩინეს. როგორც ისინი ამბობდნენ, მიწისქვეშ არის გიგანტური მეგალითური ბლოკებით ამოყვანილი შახტები, რომელიც სიღრმეში მიემართება. სასწრაფოდ დააკონსერვეს სამუშაოები და იქაურობა აკრძალულ ზონად გამოაცხადეს. რამოდენიმე წლის შემდეგ მოსკოველმა მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევები და დაადგინეს, რომ საქართველოს ქვეშ არის გიგანტური სიცარიელე, რომელიც წყლით არის ამოვსებული და ყველა ჩასასვლელი დალუქულია. ჩასასველელები რამდენიმე ადგილას არის, ესენია: ეშერა; მარტვილის მიმდებარე კლდეებიდან; ხომლის მთიდან; ხარაგაულის ნაკრძალიდან; რაჭის სოფელ ღებიდან და იალბუზის მთიდან, იქ არის ხეობა, რომელსაც ჰქვია ბაქსანი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უამრავი საიდუმლო მასალა იქნა გაყიდული საზღვარგარეთ. ერთ-ერთი მოხვდა მედია საშუალებებში და ამიტომაც "დისქავერმა" დაგეგმა გადაეღო საქართველოში არსებული საიდუმლო ადგილები. გადამღები ჯგუფის უფროსმა მთაში რაღაც უცნაურობა აღმოაჩინა და ამ საკითხზე რატომღაც ხმას არ იღებდა. არც ის ფილმი გასულა, რომელიც გადაიღეს. მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ ფილმი ძალიან დიდი სკანდალის გამომწვევი შეიძლებოდა გამხდარიყო. რა სახის სკანდალზეა საუბარი, უცნობია თუმცა ერთი ფაქტია, რომ საქართველოს ქვეშ არის ძალიან დიდი საიდუმლო, რომელმაც შეიძლება მსოფლიოს წარმოდგენები ბევრ რამეზე თავდაყირა დააყენოს. ვინ აღმოჩნდება ის, ვინც ამ საიდუმლო ფარდას ახდის, უცნობია."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019