დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ქობულეთში ადგილობრივების მიერ ჩაკეტილი რკინიგზა სამართალდამცველებმა გახსნეს - თბილისი-ბათუმის მატარებელმა მოძრაობა განაახლა 19.06.2021 17:24

ქობულეთში ადგილობრივების მიერ ჩაკეტილი რკინიგზა სამართალდამცველებმა გახსნეს. თბილისი-ბათუმის მატარებელმა მოძრაობა განაახლა. ადგილობრივი მცხოვრებლები აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვენ, რომელზეც ბობოყვათში სანაპირო ზოლზე 27 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს. მათი თქმით, გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა და მისი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას 100-ზე მეტი ოჯახი აცხადებს.

 

ქობულეთში დღეს გამართულ საპროტესტო აქციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა. მათი განცხადებით, მოქალაქეებმა, რომლებსაც აუქციონზე გატანილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ