დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

როგორ უყვართ ამ ქვეყანაში დაჩაგრულის პოზიდან მოლაპარაკეები - გურამ მეგრელიშვილი 19.06.2021 17:53

გურამ მეგრელიშვილის პოსტი:
როგორ უყვართ ამ ქვეყანაში დაჩაგრულის პოზიდან მოლაპარაკეები. თუ არც ფინანსურად გიჭირს, ოჯახიც ჩვეულებრივი გქონდა, მსხვერპლი არასოდეს ყოფილხარ, წინაპრები ასევე თავისებურად წარმატებული ადამიანები იყვნენ, მაგრამ შენ სფეროში პროფესიონალი ხარ, არავის აინტერესებ. აი, როგორც კი ტანჯვაზე, ოხვრაზე, "წუმპედან ამოსვლაზე" იწყებ ლაპარაკს, გარანტირებული გაქვს მხარდაჭერაც. ეს კარგად ჩანს ხოლმე მუსიკალურ შოუებში. ეს ხასიათის ნაწილია, ჩემო კარგებო და ძალიან დასაფიქრებელი რამეა.
სხვისი არ ვიცი და ჩემთვის მეგობარი ლხინში იცნობა და არა ჭირში. ვინმე იკითხავს, ეგ რანაირადო? - ჭრელად.
ამ ქვეყანაში, მიწაზე დაგდებულს სულაც გამვლელი წამოაყენებს. ჭირშიც ბევრი გამოჩნდება "მხარდამჭერი" და ეს ძირითადად საკუთარი "მეტობის" არაცნობიერი დემონსტრირება იქნება, აი, ლხინში კი უცებ იკარგებიან ხოლმე გულშემატკივრები, რადგან სხვისი სიხარულის გაზიარებას დიდი სულიერი სიმაღლე ჭირდება. როგორ უნდა გაიგო ადამიანი ძვირფასია თუ არა შენთვის? - თუ მისი წარმატება, უეცარი გამდიდრება, სოციალურ კიბეზე ასვლა ან სულაც მრავალწლიანი უშვილობის შემდეგ შვილი (როცა შეიძლება ათასობით ლარს ურიცხავდი სამკურნალოდ) გულით არ გიხარია, ეს ტყუილი ურთიერთობაა. მკვდრები თავიანთ მკვდრებს ყოველთვის დამარხავენ. ავირჩიოთ სიცოცხლის მხარე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ