დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ეკა, ვიცი, რომ ქართველთმოძულე თურქი ბარანის და მისი მეუღლის, მეთიუ ბრაიზას ახლობელი ხარ, მაგრამ რამ შეგაჯავრა შენი ერი ამგვარად - შალვა ნათელაშვილი 19.06.2021 18:22

ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი „მთავარის“ წამყვანს რეპლიკით პასუხობს:

 

 

- ახლა მთავარზე ვუსმენ ეკა კვესიტაძეს ექსპერტებითურთ, რომლებიც იმპერატიულად აცხადებენ, რომ თურმე ვინც თურქეთზე ან ალიევ--აზერბაიჯანზე იტყვის, რომ მათ ტაო--კლარჯეთი ან დავით გარეჯი წაგვართვეს რუსეთის აგენტია. ეკა, ვიცი, რომ ქართველთმოძულე თურქი ბარანის და მისი მეუღლის მეთიუ ბრაიზას ახლობელი ხარ, მაგრამ რამ შეგაჯავრა შენი ერი ამგვარად. დიახ თურქეთიც და ალიევიც ისეთივე ოკუპანტებია ჩვენთვის, როგორც რუსეთი და სამივე ეშმაკს წაუღია ამგვარად მოაზროვნეებთან ერთად, თუ ჩვენი სისხლის წოვას გააგრძელებენ. ისე განსაკუთრებით ბოლო დღეებია ე.წ ლიბერალურ მასმედიაში რაღაც საეჭვო პრო--თურქული კინტაურის ცეკვაა ამტყდარი. ხომ არავის გონია, რომ ახლა ნატოს მაგივრად საქართველოს -----ახალ თურქულ, ირანულ, რუსულ, აზერულ, სომხურ ერდოღანისგან დაანონსებულ ექვსეულში შეიყვანენ? მანამ არაფერი გეტკინოთ. ამას ქართველი ერი იმედია, არ დაუშვებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ