დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

რა კვირეული, რის თვიური, მოიმარაგეთ პამპერსები და სახლებში იკვირეულეთ - ამირან სალუქვაძე 19.06.2021 19:49

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გადაცემიდან „რეაქცია“ ვიდეონაწყვეტს ავრცელებს და რამდენიმე განმარტებას აკეთებს:

ამ ნაწყვეტში ორი მომენტია საინტერესო:
ძალიან სურთ დააჯერო ამომრჩეველი, რომ ვასაძე და გახარია (2-ჯერ ითქვა გადაცემაში) ორთავე ბიძინას პროექტებია. რა მიზნით?!
პრაიდის თემას აგორებენ. დიდი ხნის წინ დავრწმუნდი და ვწერდი, რომ პრაიდის თემას, ძალიან პრიმიტიულად, ერთუჯრედიანად, იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ.
მარტივია. როცა პოლიტიკურად სხვა არაფერი გამოსდით, ხან კრემლს იშველიებენ, ხან ლგბტ თემას (რაღაც ასონკიდევ დაემატა, მგონი და ნუ დამზრახავთ).
შეგნებულად აგორებენ თემას. თუ დათანხმდება ხელისუფლება, პრორუსული ძალები აბობოქრდებიან, თუ არ დათანხმდება, თავად ოპოზიცია დაიწყებს ხმაურს და დასავლეთს ეტყვიან, ადამიანთა უფლებები ირღვევაო.
ახლა მოიგონეს ლგბტ პირების უფლებების დაცვა არჩევნებისასო. ვინმემ არჩევნებზე მისვლისას უარი უთხრათ, თუ რეგისტრაციის გავლისას აუცილებელია სექსუალური ორიენტაციის დასახელება.
რა უფლებებზე საუბრობთ. უკვე აღარ იცით გრანტი რა თემაზე გამოწოვოთ სოროსს.
17 მაისი უკვე გასულია. საიდან მოიტანეს? რა კვირეული, რის თვიური. მოიმარაგეთ პამპერსები და სახლებში იკვირეულეთ.
ჰოდა, რას ნიშნავს "ახალგაზრდა კაცი ხარ, პარტიის თავმჯდომარე ხარ?" ლგბტ თემასთან რა კავშირშია? ანუ, ახალგაზრდაა და ჩამორჩენილია, თუ პრაიდზე უარი თქვა?
"ეკლესიისთვის კოჭის გაგორება" ჯერ რესპოდენტის უპატივცემულობაა, მერე ეკლესიის.
კოჭის გაგორება თქვენი ტერმინოლოგიაა, ქუჩური, მე ასე ვიკითხავ, რატომ არ უნდა გაუწიონ ანგარიში ეკლესიას, საზოგადოებას, ან თუნდაც სხვა კონფესიებს, მხოლოდ ეკლესიაზე რომ საუბრობთ, რომელ სარწმუნოებას მოსწონს?
ვინც ამ ფსევდოდასავლურ ღირებულებებს ძალად ატენით ადამიანებს, ზუსტად თქვენ ატარებთ რუსეთის ინტერესებს და ახდენთ ევროინტეგრაციის დისკრედიტაციას.
საქართველოში არც სექსუალური, არც სხვა ნიშნით, არავინ ვიწროვდება, არავინ იდევნება და გრანტის გამოსაჩხრეკად პრობლემებს ნუ იგონებთ.
თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურია.
სხვა თემებიც იყო საინტერესო, ზოგი ოპოზიციას ეხება, ზოგი თავად მედიას, ზოგი ხელისუფლებას.
ოპოზიციაზე აზრი არ აქვს ლაპარაკს. ხელისუფლების მისამართით ითქვა გამდიდრებულებზე, მაგრამ პასუხი არ აცალა, ე.ი. არ აინტერესებდა. მედიას რაც შეეხება, როცა ოპოზიციაზე ამბობს პოლიტიკოსი 3 მლრდ მოპარული ექნებათო, ჟურნალისტმა არ უნდა უთხრას თქვენს გამდიდრებულებს მიხედეთო. ეს შეიძლება ოპოზოციამ თქვას და ისიც არ იქნება მათ მიერ დეკლარირებული სტანდარტი.
კიდევ ვისი ხათრით დავაჭირო ამ ცრუ ტელევიზიების ღილაკს? საჯარო შენიშვნა რომ არ ეთქვათ, ფეისბუკის მეშვეობით ნუ მსჯელობ, გადაცემა ნახეო, არც ამას ვნახავდი.
ტყუილად რეიტინგს ვუმატებთ. ესენი კიბსიცრუეებით და სიძულვილით გვწამლავენ.

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ