19.06.2021 20:21
მანჩო იოსელიანის პოსტი:
ამ მთავრობის ყველაფერი რომ „გაგკვირვებიათ“, „გუგლ გამოძიებით“ რომ ხართ დაკავებული და საერთოდ ყველაფერს შავ ფერებში რომ ხედავთ, აი იმ ხალხს მინდა მივმართო:
1. როდის და ვინ გააპროტესტეთ მიშას სეფე ქალების: ქობალიას, ხერხეულიძის, კალანდაძის მაღალი თანამდებობები და მორალი?!
2. რომელი „იძიებდით“ მათ ბექგრაუნდს და ასე თავგადადებით ითათხებოდით იმათი მისამართით?
3. რომელმა გააპროტესტეთ ის უამრავი მკვლელობა?
4. რომელმა ამოიღეთ ხმა, როცა ლაწირაკი კეზერაშვილი მამალი ძროხების შემოყვანას გეგმავდა? ან ამერიკული სიმინდი რომ შემოიტანა?
5. რომელმა ამოიღეთ ხმა, რომ გვარამია&შაშკინ&ლომაია არ არიან განათლების მინისტრობის ღირსი?
სია უსასრულოა და აი ახლა გეკითხებით:
რა ქნას ამ მთავრობამ, ჩახოცოს ყველა ვინც საწინააღმდეგო აზრისაა? თუ ცოცხები გათხაროს ყველა იმ ადამიანს, ვისაც კანონიერი ხელისუფალი არ მოსწონს?!
დასკვნის სახით კი ამას გეტყვით: ეტყობა ბევრს „გევასებოდათ“ სხვა ადამიანების წამება, კაიФობდით დონაძის კრიმინალურ ქრონიკაზე და ვანოს შოუსაც გაფაციცებულები ელოდებოდით.
P.S. გელოდებით, მიპასუხეთ, რას აკეთებდით 2012-მდე? გაგივიდათ თავში თავისუფალი სიტყვის გამოხატვის ნება!!!