დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ბოლნისში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს 19.06.2021 22:28

ბოლნისში მამაკაცს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორი გია სანიკიძე აცხადებს, საავადმყოფოში მიყვანის დროს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამაკაცს სავარაუდოდ ზურგის მხრიდან ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება. მკვლელობის მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, დმანისის მცხოვრებია და ამჟამად მეგობართან ერთად ბოლნისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ