დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 20 ივნისის დილის მონაცემებით 20.06.2021 11:01

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 737  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 911 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.78 %.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 408 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  358 881-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.78 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.66%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 911 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 344 748-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 160 პირი ემსხვერპლა. 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 283 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 23, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 947 საიდანაც 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 476, აჭარაში - 211, იმერეთში - 387.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 668 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 59, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 12, იმერეთში - 12.

 

589 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 217- აჭარაში.

 

5 596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 19 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 865 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 556 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3403, პირი, აჭარაში - 1 131, იმერეთში - 1 059.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ