დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

მარგინალური ოპოზიცია საზიანოა საზოგადოებისთვის - ამირან სალუქვაძე 20.06.2021 13:08

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია. პარტიების და ბლოკების რაოდენობა - 26. ჩვენ ვაჯობეთ, 48 იყო.


ერთიც და მეორეც უბედურებაა. ამდენი პარტიაა და ასარჩევი არავინაა.


პაშინიანს და კიჩარიანს, დიდი ალბათობით, დაახლოებით თანაბარი ხმები ექნებათ. საინტერესო ის იქნება, ვინ შესძლებს სამთავრობო კოალიციის შექმნას.


წინასაარჩევნო ბატალიები საინტერესო იყო. სხვათაშორის, ადრე, პაშინიანი აზერბაიჯანში ტყვედ მყოფი სომეხი სამხედეოების ნაცვლად, თავისი შვილის გაცვლას სთავაზობდა. ეს ისე, ჰუმანიტარული ოპერაციის ჭრილში.


მოკლედ, პარტიები, ბლოკები ბევრია, მოზაიკის ფერები არ იცვლება. მიუღებელი ძველები, მიუღებელი მოქმედის წინააღმდეგ. რომელი უფრო მიუღებელია, გამოჩნდება.


ამიტომ ვწერ, წლებია, ჩვენი პოლიტრეალობის შესახებ, რომ მარგინალური ოპოზიცია საზიანოა საზოგადოებისთვის,"- წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ