დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მსოფლიოში ვაქცინების 2.55 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს - Bloomberg 20.06.2021 13:26

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.55 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 16.7%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

 

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 37 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 966 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 316 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 319 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 272 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.9% აიცრა, ევროკავშირში - 27.1%, აშშ-ში კი - 44.7%.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ