დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„ნაციონალების“ რღვევა გარდაუვალია, ეს კიდევ უფრო ცხადი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გახდება - გიორგი ცუცქირიძე 20.06.2021 18:48

დიდი ალბათობით,“ ნაციონალების“ რღვევა გარდაუვალია, ეს კიდევ უფრო ცხადი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გახდება, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს. მისი თქმით, საპარლამენტო ბოიკოტში  მონაწილე ოპოზიციური პარტიების  შანსები ადგილობრივ არჩევნებზე  კიდევ უფრო მცირდება.

„რაც დრო გადის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ 7-თვიანი ბოიკოტის სრული ფიასკოს შემდეგ, ფაქტობრივად,  უკანა კარიდან პარლამენტში ოპოზიციიდან ბოლოს შესული „ნაცმოძრაობა“ მნიშვნელოვან ელექტორალურ ზარალს მიიღებდა, რასაც ვერც ამ შესვლის ე.წ „გაპრავების“ კამპანია გადაფარავდა, მიუხედავად მაღალი მედიაჩართულობისა. გამართლდა ჩვენი ვარაუდი, რომ სწორედ „ნაციონალები“ მიიღებდენ ყველაზე დიდ დარტყმას მაღალი მორალური რისკიდან გამომდინარე.

სტაჟიანი „ნაციონალის“,  ვინმე გირშელ ბერძულის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება ამის დასტურია და არც პირველი და არც უკანასკნელი მერცხალი იქნება. სიმპტომატურია, რომ მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების მთავარ მიზეზად სწორედ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიუღებელობა დაასახელა, რაც წითელი ხაზების გადაკვეთად შეაფასა, ხოლო მის მიერვე “გრიგოლ ვაშაძის და სალომე სამადაშვილის მსგავსი უპრინციპო, ასევე გუბაზ სანიკიძის მსგავსი ბინძური პოლიტიკოსების” აღზევებაზე ხაზგასმა, პარტიის შიგნით მიმდინარე სერიოზული დუღილის მაჩვენებელია.

დიდი ალბათობით,“ ნაციონალების“ რღვევა გარდაუვალია, ეს კიდევ უფრო ცხადი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გახდება.  ბატონი გირშელი არ გახლავთ ერთი რიგითი წევრი, თავისი 16 წლიანი „ნაციონალური“ ბიოგრაფიით. სიმბოლურაადაც  ის წარმოადგენს და ახმოვანებს „ნაციონალების“ ყველაზე სტაბილურ მხარდამჭერ ამომრჩეველსაც, პირობითად მიშისტურ ხაზს, რაზეც ამ პარტიის რეიტინგი ასე თუ ისე დღემდე იდგა, მიუხედავად სერიოზულად დაზიანებული რენომისა.

ბატონი მელიას თავშეკავება, უფრო კი უარი თბილისში მერობისათვის საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე, ვფიქრომ ამ შეცვლილი და „ნაციონალებისათვის“ არასახარბიელო რეალობის ანარეკლია.

ყველაზე ელექტორალური ოპოზიციური ფლაგმანის დასუსტების ფონზე, კიდევ უფრო მცირდება ბოიკოტის მონაწილე ე.წ საფანჩატურეთად წოდებული ოპოზიციის შანსები ადგილობრივ არჩევნებზე. დღემდე სახეზეა შიდა თუ პარტიული გარჩევებიც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე, რაც უკვალოდ უბრალოდ ვერ ჩაივლის.“ – წერს ცუცქირიძე „ფეისბუქში“.

მისივე თქმით, შემოდგომაზე დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები  თავისებური წყალგამყოფი იქნება.

„მხარდამჭერ ამომრჩეველს მით უფრო დაკარგავენ ის შედარებით მცირე, ბარიერგადალახული პარტიებიც, რომლებსაც „ნაციონალებისაგან“ განსხვავებით მყარი ელექტორატი არა ჰყავთ. ეს თანაბრად ეხებათ „ლელოსაც“, „სტრატეგია აღმაშენებელსაც“ და ორად გახლეჩილ „გირჩსაც“,  ბუნებრივია.

ამიტომ იქნება თავისებური წყალგამყოფი შემოდგომის არჩევნები. საპარლამენტო ოპოზიციის დასუსტების ფონზე, ბუნებრივია იზრდება ახალი პოლიტიკური ფიგურანტების პოლიტიკაში შემოსვლის შანსები. ბევრი რამე მათ პოზიციონირებაზე, მომავლის ხედვაზე და სოციალურ- ეკონომიკური შეთავაზების პლატფორმზე იქნება დამოკიდებული.

გახარიაც და ვასაძეც, თუ ის გამოვა ვიწრო კონსერვატორული პლატფორმიდან, რაც ძირითად აქცენტებს ლგბტ თემებზე აგებს, მაშინ გარკვეულ შედეგს უკვე ამ შემოდგომაზე დადებენ, რაც არსებულ პოლიტიკურ კონფიგურაციასაც შეცვლის!

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, გახარიას წასვლიდან და მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, რაც პირველ რიგში მელია-რურუას განთავისუფლებას ეხება, ელექტორალურად შეიძლება დაზიანდა, თუმცა არა მგონია ინდენად, რომ ვადამდელზე გასვლის ჩამკეტი 43 -პროცენტი ვერ გადალახოს და სიტუაციაც სულ უფრო აქეთ მიდის“- წერს ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ