დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ნიკა მელიას „გადარბენები“ ვაშინგტონში - ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი პაარტიის თავმჯდომარეს და მის თანმხლებ პირებს არ შეხვდნენ 20.06.2021 19:50

გია აბაშიძის პოსტი:
"გლავკანალის" გადაცემა Post Factum-მა ვაშინგტონში ხელოვნურად დადგმული ვიდეოკადრებით დაანონსა, რომ ამერიკაში ვიზიტად მყოფი ნიკა მელიას "ამერიკული მარათონი აქვს, გადარბენაზეა, შეხვედრიდან შეხვედრამდეა" გავლენიან სენატორებთან და კონგრესმენებთან. გადავხედე "გლავკანალის" ამასწინდელ სიუჟეტებს ამერიკიდან, თავად ნიკა მელიას Facebook-გვერდს, "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის საიტს, ამერიკელ კანონმდებელთა 'ტვიტერებს'. ირკვევა, რომ ჯერჯერობით "ნაცების" დელეგაცია შეხვდა 'რესპუბლიკელ' სენატორს რონ ჯონსონს (ვისკონსინი) და 'დემოკრატ' კონგრესმენს დეივიდ პრაისს (ჩრდ. კაროლინა).
17 ივნისს, სააკაშვილის ტელეარხის ჟურნალისტმა ანა ასათიანმა "მელიას ამერიკული მარათონის" ავტორმა) განაცხადა, რომ ნიკა მელიას "შეხვედრებმა საკანონმდებლო ორგანოდან წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლა". "მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გავლენიან სენატორ პრაისს შეხვდა". ეს სენატორი კი არა კონგრესმენი პრაისია. აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო კი შედგება სენატისა (ზედა პალატა) და წარმომადგენელთა პალატისგან. კონგრესის ორივე პალატა განთავსებულია კაპიტოლიუმში.
15 ივნისს, იმავე ჟურნალისტმა გვაუწყა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დელეგაცია "სახელმწიფო მდივნის მოადგილეს" შერილ ფერნანდეზს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, Cheryl Fernandes გახლავთ უწყების კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის (ჩვენებურად დეპარტამენტი) დირექტორი (Director of the State Department's Office of Caucasus Affairs and Regional Conflicts).
ჩვენთვის კარგად ნაცნობი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებიც "ნაცებს" მუდმივად მოუწოდებდნენ პარლამენტში შესვლას და შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას, მელიას და მის თანმხლებთ არ შეხვდნენ, მხოლოდ ამ სენატორთა წარმომადგენლები (სავარაუდოდ, თანაშემწე/მრჩეველი).
ნიკა მელიასა და სხვა ამერიკელი კანონმდებლების შეხვედრებზე ინფორმაცია არ იძებნება. ხოლო ვისაც შეხვდა (ჯონსონი და პრაისი), მათ "ტვიტერებში" ეს შეხვედრები არ ასახულა. ალბათ, სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც ჰქონდათ, რომლებზეც სოცქსელიდან ამცნეს საზოგადოებას.
ვაშინგტონში, "ნაცები" ასევე შეხვდნენ ანალიტიკური ცენტრების (ატლანტიკური საბჭო, მარშალის ფონდი, კარნეგის ფონდი, კენანის ინსტიტუტი) უფროს მკვლევარებს.
"გლავკანალმა" კი ხსენებული შეხვედრები ისე შეფუთა და შეფუთავს, რომ შეიქმნა fake-შთაბეჭდილება, რომ ამ დღეებში, ამერიკის დედაქალაქში სხვა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
P.S. 'გადარბენების' ეპიზოდი ვაშინგტონში, ეროვნულ ხეივანში მდებარე აბრაამ ლინკოლნის მემორიალთანაა გადაღებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ