ფოტო გადაღებულია ქუთაისში, მიხაილოვ-საღარაძის ფოტოატელიეში, მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამ უცნაური ფოტოს ისტორია ასეთია: შალვა დადიანმა ქუთაისის თეატრისათვის ფული ისესხა, თუმცა დათქმულ დროში ვერ შეძლო ვალის გადახდა. ამის გამო საკუთარი გარდაცვალების სცენა დადგა და მევალეს ფოტო გაუგზავნა. ამ თამაშს მისთვის სასურველი შედეგი მოჰყვა - თეატრს ვალი აპატიეს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge