დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი 20.06.2021 23:36

ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი თვე ისე წა­ვი­და, სი­ცხე დი­დად არ გვიგ­რძნია, თუმ­ცა სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე ვა­რა­უ­დო­ბენ. რო­გო­რი ამინ­დი გვე­ლის და იქ­ნე­ბა თუ არა ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი, ამა­ზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სა­ერ­თოდ ზა­ფხუ­ლის სა­მი­ვე თვის პროგ­ნო­ზი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფო­რუ­მის მიერ მზად­დე­ბა. მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს. ფო­რუ­მი წე­ლი­წად­ში 2-ჯერ ტარ­დე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ორი სე­ზო­ნის - ზამ­თრის და ზა­ფხუ­ლის პროგ­ნო­ზი დგე­ბა, ხოლო გარ­და­მა­ვა­ლი სე­ზო­ნი­სე­ბის­თვის - არა. ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვის პროგ­ნო­ზი აქვს.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ნო­ზის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2021 წლის ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა კლი­მა­ტურ ნორ­მა­ზე ერთი-ორი გრა­დუ­სით მა­ღა­ლი გა­მოგ­ვი­ვი­და. თუმ­ცა ზო­გან ნორ­მის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ლექს, ძი­რი­თა­დად, ნორ­მის ფარ­გლებ­შია. ზო­გა­დად კი ძნე­ლია, ამ სამ თვე­ზე წი­ნას­წარ გა­დაჭ­რით თქმა, ზო­გან შე­იძ­ლე­ბა მე­ტად მო­ვი­დეს, ზო­გან - ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ნა­ლე­ქი ძი­რი­თა­დად კლი­მა­ტუ­რი ნორ­მის ფარ­გლებ­შია.

რად­გან ეს არის სამი თვის პროგ­ნო­ზი, ეს მე­თო­დი­კა არ იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვროს, რო­მელ რი­ცხვში რა ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა, რო­დის იწ­ვი­მებს და ა.შ. ამ დარ­ჩე­ნი­ლი პე­რი­ო­დის ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რამ და­იკ­ლოს და გრი­ლი ამი­დე­ბიც იყოს, ქა­რიც გაძ­ლი­ერ­დეს, იწ­ვი­მოს კი­დე­ვაც, სე­ტყვაც აღი­ნიშ­ნოს, ელ­ჭე­ქი, ძლი­ე­რი წვი­მე­ბი. ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რამ ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში 40 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტოს. ისე კი, ზო­გა­დად ტემ­პე­რა­ტუ­რა +33-380-ის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა.

 

- ამ თვე­ში კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის ვე­ლო­დე­ბით მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას?

- რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე შე­იძ­ლე­ბა +39 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დეს და იგი­ვე ფარ­გლებ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა მთა­შიც იყოს, რო­გორც და­სა­ვეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ში, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ში. 23-24 ივ­ნისს ცოტა აგ­რი­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით და გაწ­ვიმ­დე­ბა. შემ­დგომ­ში ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით, ერთი-ორი გრა­დუ­სით ისევ და­ცხე­ბა.

 

 

 

 

 

ambebi.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ