დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ჩვენ ებრაელები არა ვართ, ჩვენ ქართველები ვართ, ებრაული რელიგიით, ამას მიხვდები, ისრაელში რომ ჩახვალ - ლევან თაქთაქიშვილი 21.06.2021 00:41

ლევან თაქთაქიშვილის პოსტი:

ვაკეში ტაქსი გავაჩერე . 10 სთ და 45 წუთი იყო. სად წავიდეთო? მეკითხება მძღოლი. პეკინზე მეთქი. ჩაჯექი, მოვასწრებო. ჩავჯექი. პირბადე გავისწორე. შევხედე და არ უკეთია მძღოლს პირბადე. არ გეშინია ? ვეკითხები. ვისიო? კორონასი მეთქი. არაო. ეს მოგონილი ამბავიაო. არც ჯარიმის მეთქი? ცოტა აგრილდა, შვილო, ჰაერი ცოტა მინდა ჩავყლაპო, სახლში რომ მივალ, ცოტა ნასიამოვნები მინდა ვიყო, ეს ოფლიანი სახე აღარ შემიძლიაო. ისე ერთიც არის, 78 წლისა ვარ. ჩემი ცხოვრება გავლიე, ჩემი საყვარელი მეგობრების დიდი ნაწილი აღარაა, ჩემი საყვარელი სურამი ისეთი აღარაა, იქ ბევრი ჩემი ბავშვობის მეგობარი აღარ ცხოვრობს, ეხ, არც არაფერი მაქვს დასაკარგიო. სახლი თუ გაქვთ სურამში ? ვეკითხები. ჩემმა მშობლებმა დაუტოვეს ჩვენს ნათესავებს, იმათაც თავის ნათესავებს, ისრაელში რომ წავედითო. მივხვდი, რომ ქართველი ებრაელი იყო. თქვენ? მეც წავედი, მაგრამ ვერ გავძელი. 1994 წელს ჩამოვედი უკან. აქაც ვარ, იქაც ჩავდიოდი წელიწადში ერთხელ. შვილები კანადაში და ავსტრალიაში ცხოვრობენ. მე ფულს მიგზავნიან და თბილისში ვცხოვრობო. იქ თუ იცრებიან მეთქი, იქ ძალით აცრეს ყველაო. მერე თქვენ რას ფიქრობთ, ისინი გიჟები არიან მეთქი? ერთი მაგათი ჭკუა ვატირე! არ მინდა და არ ავიცრები! არც ჩემი ცოლი აიცრა! თუ შენ არ იცრები, არც მე ავიცრებიო. იცი რას გეტყვი- მეუბნება , ჩვენ ებრაელები არა ვართ, ჩვენ ქართველები ვართ, ებრაული რელიგიით, ამას მიხვდები, ისრაელში რომ ჩახვალ, იქ ბევრი საქართველოს მისტირის, შვილები, რომლებიც აქ არ დაბადებულან, ისინი ვერც გაიგებენ-საქართველო რა არის. მე საქართველო ისრაელზე ძალიან მიყვარს, რით, იცი? თქვენი თავისუფლებით, თქვენ თავისუფლება გიყვართ, მეც მინდა, თავისუფალი ვიყო. იქ თავისუფლება არ უყვართ მეთქი? იქ ფულია თავისუფლება, თუ ფული არ გაქვს, არაფერი არა ხარ...
მეც დავფიქრდი: 1942 წელს მიხეილ კედიამ საფრანგეთში ქართველ ებრაელებზე შეიტანა განაცხადი ფაშისტური გერმანიის საფრანგეთის წარმომადგენლობაში , განაცხადში ეწერა, რომ ქართველი ებრაელები არ არიან ებრაელები და ეს გერმანიის მაშინდელმა შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს.
ამ კაცს რომ ვუსმენდი, მე აღარ მჭირდებოდა ანთროპოლოგიური ექსპერტიზა, რომელი ებრაელი იტყვის, რომ კორონავირუსი მოგონილია. ეს მხოლოდ ჭეშმარიტი ქართველის აზრია. ე. ი. ქართველი ებრაელი ისეთივე ქართველია, როგორც იმერელი, ქართლელი, აჭარელი, სვანი, მეგრელს არ შევადარებ, მათ ენა აქვთ თავისი. გაგიმარჯოთ, ქართველო ებრაელებო, ასე როგორ შეინარჩუნე ჩვენი ტეტიობა, ჰა?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ