დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ინდოეთში კორონავირუსის მორიგი მუტაცია აღმოაჩინეს 21.06.2021 11:26

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში კორონავირუსის მორიგი მუტაციით ინფიცირების 20 შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტებმა ახალ ვარიანტს "დელტა პლუსი" (B.1.617.2.1) უწოდეს. ამის შესახებ ტელეარხ India TV-ს ქვეყნის სამედიცინო განათლებისა და კვლევების სამმართველოს ხელმძღვანელმა განუცხადა.

 

მისი თქმით, ამჟამად სპეციალისტები ახალ შტამს იკვლევენ.

 

ცნობისთვის, კორონავირუსის შტამი B.1.617 ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში 2020 წლის 5 ოქტომბერს აღმოაჩინეს. ახლა ის 80-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. ადგილობრივი ექიმების თქმით, სწორედ ეს მუტაცია გახდა მეორე ტალღის ერთ-ერთი მიზეზი. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ