დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 23 ივნისს უკრაინას ეწვევა 21.06.2021 22:15

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში 23 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება. კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

​საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ