დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

შერჩევითი მეხსიერების მქონეთ შევახსენებ გრეგორი ვაშაძის წერილს, რომელიც სააკაშვილის კულტურის მინისტრმა 2008 წლის 27 ნოემბერს გაუგზავნა რუს კოლეგას - გია აბაშიძე 21.06.2021 22:21

გია აბაშიძის პოსტი:

ჩემი მოსაზრება ოკუპანტ რუსეთში რუსთაველის თეატრის გასტროლებზე უკვე დავწერე - კარგია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო არ ერევა თეატრების საქმიანობაში და თავად მაყურებელმა გადაწყვიტოს დაესწრება თუ არა ამის შემდეგ ამ დასის სპექტაკლებს. თუმცა, ჩვეული არაადეკვატურობით აჟღურტულებულ ნაცსექტის მოკლე და შერჩევითი მეხსიერების მქონეთ შევახსენებ გრეგორი ვაშაძის საინტერესო წერილს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის კულტურის მინისტრმა 2008 წლის 27 ნოემბერს (!) გაუგზავნა მის მაშინდელ რუს კოლეგას, ავდეევს. ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში გრეგორი ვა­შა­ძე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კულ­ტუ­რის მი­ნისტრს მად­ლო­ბას უხ­დის თბი­ლი სი­ტყვე­ბისთვის და ორ ქვეყანას შორის შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი ხი­დის აღ­დგე­ნის­კენ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას მო­უ­წო­დებს. ვა­შა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი და ავდე­ე­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ამ ორი ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის გამ­ყა­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ასეთ მძი­მე დროს. წე­რილ­ში ვა­შა­ძე ად­ვე­ევს 2009 წლის გაზაფხულზე მოს­კოვ­ში ზო­გი­ერ­თი ქარ­თუ­ლი კო­ლექ­ტი­ვის, მათ შო­რის "ერი­სი­ო­ნის" ან "რუს­თა­ვის" ან­სამ­ბლე­ბის გას­ტრო­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას სთა­ვა­ზობს.
სა­უ­ბა­რია ასევე კლა­სი­კუ­რი და ჯა­ზის მუ­სი­კის კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე და ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბის მო­წყო­ბა­ზე. წე­რილ­ში ვა­შა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­გას­ტრო­ლო ხარ­ჯებს მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი მხა­რე და­ფა­რავს. სულ რამდენიმე თვის წინათ, "ნაცების" ნომინალური თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, მეუღლესთან ერთად ნოვოსიბირკში გადასვლას რომ გეგმავდა ვაშაძე, ისიც ხომ არ გავიხსენოთ მრავალსტანდარტიანებო?..

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ