დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გიორგი გახარია გადადგა „ნაცმოძრაობის“ ინტერესისთვის, ამ პარტიის თავმჯდომარისთვის, მან კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა - მამუკა მდინარაძე 21.06.2021 22:48

აბსოლუტურად გულწრფელად მიმაჩნია, რომ გიორგი გახარია გადადგა „ნაცმოძრაობის“ ინტერესისთვის, ამ პარტიის თავმჯდომარისთვის... დავანებოთ თავი ინფორმაციას, შეფასებებს, ლოგიკას... ფაქტი ის იყო, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა, - ამის შესახებ, „მთავარი არხის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად კოვიდპანდემიის დროს კრიზისის მართვის კარგი მენეჯერი, მდინარაძემ ასე უპასუხა:

„მიუხედავად ამისა, სადაც გახარია თავის გუნდთან, ჩვენთან ერთად იყო წარმატებული, ეს უნდა ვთქვათ და არ უნდა უარვყოთ, იმიტომ, რომ შემდგომ არავინ დაგვიჯერებს.. რომ ვთქვათ, არაფერი არ მოგწონდა ამ კაცისო, გაჩნდება კითხვა, მაშინ რატომ გყავდათ პრემიერ-მინისტრადო?“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ