დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

2020 წელს შეიარაღებულ კონფლიქტებს მსოფლიოში 2 674 ბავშვი ემსხვერპლა 22.06.2021 10:35

მსოფლიოში 2020 წელს სხვადასხვა კონფლიქტში ჯარისკაცებად 8 521 ბავშვი გამოიყენეს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მან უშიშროების საბჭოს წარუდგინა

.

ამავე მონაცემების თანახმად, შეიარაღებულ კონფლიქტებს გასულ წელს 2 674 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 748 არასრულწლოვანი კი - დაშავდა.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს სხვადასხვა დარღვევა 19 379 ბავშვის წინააღმდეგ ჩაიდინეს მსოფლიოში მიმდინარე 21 კონფლიქტში. ყველაზე მეტი დარღვევა ჩადენილია სომალიში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ავღანეთში, სირიასა და იემენში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ