დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს - ერიხ მარია რემარკი 22.06.2021 12:13

1898 წლის 22 ივნისს პოპულარული გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი დაიბადა. მისმა ანტიფაშისტურმა რომანებმა დიდი გავლენა მოახდინა და დღესაც ახდენს მრავალ თაობასა თუ საზოგადოებაზე. მის რომანებში უმეტესად ასახულია ომის შემდგომი (როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომი) გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით არის გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები, როგორიცაა: "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", "ტრიუმფალური თაღი", "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა", "შავი ობელისკი".

 

„ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ ერიხ მარია რემარკის გამონათქვამებს:

 

- სიყვარული ახსნა-განმარტებებს ვერ ითმენს. მას ესაჭიროება საქმეები.

 

- თუ რამის გაკეთება გინდა, არასოდეს არ იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ.

 

- ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. სხვა ყველაფერი - სიყალბეა.

 

- კლდე უნდა დარჩეს კლდედ! ტალღები მუდამ ასე მეტყველებენ. მაგრამ მოძრავი ყოველთვის უფრო ძლიერია უძრავზე. წყალი კლდეზე ძლიერია.

 

- ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რამეს ფეხს და დაეცემა.

 

- საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს. 

 

- შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე - და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ, ღილი მოგწყდა სადმე - ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი!

 

- სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება. თორემ, ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.

 

- ჭადრაკი ბანქოზე ბევრად სრულყოფილია. ბანქოში ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული. თანაც ისე ვერ ერთობი ადამიანი. ჭადრაკი - ეს ცალკე სამყაროა. ვიდრე თამაშობ, იგი დევნის მეორე, გარე სამყაროს, გარე სამყარო კი არც ისე სრულყოფილია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ