დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

სად და როდიდან უნდა ველოდოთ მფრინავი ტაქსის გამოჩენას 22.06.2021 12:27

მფრინავი ტაქსის პროექტზე მსოფლიოში ერთდროულად რამდენიმე კომპანია მუშაობს. ერთ-ერთი გერმანული Lilium Jet-ია, რომელმაც მუშაობა ამ მიმართულებით 2016 წლიდან დაიწყო.

 

გერმანიაში მფრინავი ტაქსი გამოსცადეს, რომელსაც 4 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ტაქსს მგზავრის მომსახურება 100 კმ-ზე 120 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია.

 

მფრინავი ტაქსების გამოცდა ასევე მიმდინარეობს დუბაიშიც. ქალაქის ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის თქმით, დუბაი გახდება ერთ-ერთი პირველი ქალაქი მსოფლიოში, სადაც მფრინავი ტაქსებით ყოველდღიურად გადაადგილება შესაძლებელი გახდება.

 

ინგლისში ბაზირებულმა Vertical Aerospace Group-მა შეკვეთები მიიღო 1000-მდე ელექტრო თვითმფრინავის დასამზადებლად. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით $4 მილიარდია, ხოლო მყიდველებს შორის არიან American Airlines და Virgin Atlantic Airways.

 

ევროპის უმაღლესი საავიაციო რეგულატორის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ამგვარი ინიციატივა არ არის სერტიფიცირებული კომერციული გამოყენებისთვის, ელექტრონული საფრენი ტაქსები მომხმარებლებისთვის შესაძლოა 2024 წლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ