დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ამაზე პასუხს ვინ აგებს? - უჩა ნანუაშვილი 23.06.2021 11:32

კარგია კომენდანტის საათის გაუქმება, პირბადის მხოლოდ დახურულ სივრცეში ტარებაც. მაგრამ სხვა რამეში რატომ არ ვართ ყოჩაღები? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წერს.

 

"დადებითობის მაჩვენებელი 3.27 %-ზე ავიდა;

ასტრაზენეკას 5 ათასი დოზა დაიკარგა;

დელტა შტამი(ე.წ. ინდური) ვრცელდება (ჩვეულებრივზე 5-6 ჯერ მეტად გადამდები მინიმუმ);

გამოცხადდა, ვაქცინა ივლისში შემოვა, ისიც მხოლოდ ჩინური. სხვა დაპირებული ვაქცინები უფრო გვიან, ზოგი შემოდგომით. თუმცა რომელ შემოდგომაზეა საუბარი, არ ვიცით.

წლის ბოლოს 60-65 პროცენტი უნდა ყოფილიყო აცრილი. რეალურად რამდენიმე პროცენტია მხოლოდ აცრილი.

ზოგიერთმა ქვეყანამ საზღვრები ისევ ჩაკეტა და შეზღუდვები დააწესა ახალი ტალღის გამო.

საქართველოში ვაქცინაცია ჩავარდა რეალურად.

ამაზე პასუხს ვინ აგებს?"- წერს უჩა ნანუაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ