დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება 23.06.2021 13:22

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია გააცნო. შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

 

მისი თქმით, პარლამენტმა კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები აპრილში, სამი მოსმენით მიიღო. კობახიძის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას.

 

„პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პროცედურის დროებით შეჩერებასა და ახალი განაცხადების მიმდინარე პროცედურის ფარგლებში მიღებას კანონი ხაზგასმით ითვალისწინებდა, რაზეც არავის, მათ შორის არც ვენეციის კომისიას, არც მოლაპარაკებების მოდერატორს, არც მოლაპარაკებების მონაწილე ელჩებსა და არც პოლიტიკურ პარტიებს საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამთ.

 

შესაბამისად, ყველა მხარე საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კანონი მიმდინარე პროცედურის გაგრძელებასა და დასრულებას ითვალისწინებდა. რაც სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან სწორედ ეს იყო კრისტიან დანიელსონის გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მან ასევე განმარტა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით პუნქტი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში მხოლოდ იმიტომ გადავიდა უცვლელად, რადგან მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღო თხოვნა 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოეწერათ ხელი, რათა დაზუსტებები, დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

 

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ“, - განაცხადა მან.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ