დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

უცნაურია, რომ ეს ინფორმაცია მედიაში მაინც გავრცელდა - ხათუნა ლაგაზიძე 23.06.2021 13:51

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის მერობის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ის იყოს. ამის შესახებ ლაგაზიძემ "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში განაცხადა. 


როგორც ლაგაზიძემ განაცხადა, მთავარია, რამდენად შეძლებს ოპოზიცია გაერთიანებას, რაც, მისი თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.
 

"შეხვედრაზე განხილული იყო ეს თემა, წამოყენებული იყო ჩემი კანდიდატურა, მათ შორის ოპოზიციის სხვა კანდიდატურებიც. ვნახოთ, ვინ იქნებიან კიდევ დასახელებული ოპოზიციის კანდიდატები, ასევე, ვის დაასახელებს "ქართული ოცნება," - აცხადებს ლაგაზიძე.

კითხვაზე, ოპოზიციის რომელი პარტიები უჭერენ მხარს მის კანდიდატურას, ლაგაზიძე დეტალებზე საუბრისას თავს იკავებს, თუმცა, ადასტურებს, რომ  გავრცელებული ინფორმაცია, არჩევნებში საერთო კანდიდატად ერთ-ერთი ის იყოს, სიმართლეს შეესაბამება.

 


"არ გამოვრიცხავ, საერთო კანდიდატი ვიყო. თუმცა, შეთანხმება გვქონდა, რომ ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არ იქნებოდა კონსულტაციები გავლილი, ეს ამბავი არ უნდა გამოსულიყო გარეთ, უცნაურია, რომ ინფორმაცია მედიაში მაინც გავრცელდა" - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.


ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ