დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კობახიძე შეიძლება პირველი ქართველი პოლიტიკოსი აღმოჩნდეს, ვისაც სანქცია დაეკისრება - ვაშაძე 23.06.2021 14:47

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, შესაძლოა აღმოჩნდეს პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც სანქცია დაეკისრება, რითაც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

 


მისი თქმით, ირაკლი კობახიძე შეთანხმების მთავარი დამრღვევია. რაც შეეხება სანქციებს, ვაშაძის თქმით, სენატის რეზოლუციით ჩანს, რომ ეს რეალურია.

„მათ ამ სანქციებზე საუბარი ჰგონიათ, რომ არის უბრალოდ განცხადება. არაერთხელ გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“ განცხადება, შემდეგ უკან წაუღია თავის სიტყვა, ასე იყო პოლიტპატიმრებზე, რეფერენდუმზეც, შესაბამისად, ყველაფერზე ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ეს სანქციები არის რეალური, ნახეთ სენატორების განცხადება, იგივე იქნება ევროპარლამენტის და ევროკავშირის მხრიდან, ეს სანქციები იქნება რეალური და ეს იქნება გზა, რითაც ვაიძულებთ, რომ რეფორმები გაატარონ. კობახიძე არის ადამიანი, რომელიც არც შეთანხმების ინტერპრეტაციას ახდენს სწორად და ყოველთვის არის მთავარი დამრღვევი ამ შეთანხმების. მე ვფიქრობ თუ ასე გააგრძელა ბატონმა კობახიძემ, სხვა ფინანსურ სანქციებთან ერთად, რომელიც საბიუჯეტო დახმარებაზე იქნება, შეიძლება ის პირადად აღმოჩნდეს ნომერი პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც დაედება სანქციები,"- განაცხადა ვაშაძემ.



ის ასევე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, ოპოზიციამ ბოიკოტს უნდა მიმართოს და აღნიშნა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს.



"წინასწარ განცხადებებს ნამდვილად არ გავაკეთებთ, რას გამოვუცხადებთ ბოიკოტს და როგორ, მაგრამ გვექნება დეტალური კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან, სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ მათთან ერთად, რადგან ამ შეთანხმების ხელმომწერები ვართ ჩვენ და ამის შესრულების გარანტი არის ასევე აშშ და ევროკავშირი. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მე ავუსხნი ჩემს სტრატეგიას და ხედვას, მე ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები, პირველ რიგში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც შეთანხმების გარანტი და მესამე მხარე არიან ამ შეთანხმების, მათთან ერთად უნდა გავიაროთ ეს საკითხი,"- განაცხადა ვაშაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ