დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნების" ხელისუფლება პრორუსული არ არის 23.06.2021 14:54

ეს არ არის პრორუსული მთავრობა, - ასე შეაფასა გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამ თემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.


კითხვაზე, გადაუდგამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ნაბიჯები, რომლებითაც არა დასავლეთის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, დეპუტატმა ასეთი პასუხი გასცა.



„არა. ერთადერთი, ისიც არ ვარ დარწუნებული, ეს როგორ ან რატომ მოხდა, ეს არის ანაკლია. რუსეთის მთავარი მიზანი ჩვენთან მიმართებაში რა არის? დღეს რომ აქ, სტუდიაში სიმართლის აცრაგაკეთებული კრემლის ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგიული პოლიტიკის დამგეგმავი დავსვათ ის გეტყვით: არავითარი ევროკავშირი, არავითარი ნატო, საქართველოს თავისუფალ ნაწილში განლაგებული თუნდაც 1 სამხედრო ბაზა და მონაწილეობა და ვეტოს უფლება ყველა იმ პროექტში, რომელიც ენერგომატარებლების გატარებას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის გავლით. არცერთი“, - განაცხადა ვაშაძემ.



დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ