დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"ქართული ხმების" სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 23.06.2021 15:29

ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. 

 

მომღერალს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა.  ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

 

დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით სოფელში დარჩა.

 

ონის მერიის ინფორმაციით, ონის რაიონის სოფელ შქმერში გზა ჩავარდა.  მძიმე ტრავმების გამო ზურაბ ბაკურაძის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

როგორც ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა, მაია გობეჯიშვილმა  განაცხადა, იმ ადგილას, სადაც მომღერალი გადაადგილდებოდა, სატრანსპორტო გზა არ არის.

„გზა ჩაუწყდა. ფეხით იყო, ტრანსპორტი იქ არსად ჩანდა. ახლა უნდა გადაასვენონ ონის საავადმყოფოში“,- განაცხადა მაია გობეჯიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ