დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამხელა გზა გაიარა ვაშინგტონამდე, რათა შეხვედროდა გიორგი გახარიას, ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი – შალვა პაპუაშვილი 23.06.2021 20:02

ვაშინგტონში  მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის სავარაუდოდ შეხვედრა შედგა, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ადასტურებს მმართველი გუნდის ეჭვებს.

ვიდეოფაქტები ვიხილეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ვაშინგტონში, სადაც ასევე არის გიორგი გახარია და სავარაუდოდ, მათ შორის შეხვედრა შედგა. ეს ადასტურებს რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარიას გადადგომა ხელს აძლევდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი დაბრუნება პოლიტიკაში ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს წრე შეიკრა და ამ ფაქტით დასტურდება ეჭვები, რაც ჩვენ გვქონდა. ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამხელა გზა გაიარა, რათა ჩასულიყო ვაშინგტონში და შეხვედროდა იქ მყოფ გიორგი გახარიას, ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ ალბათ, ერთმანეთთან განსახილველი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ