დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მე, გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე „Mayflower“-ში შევხდით ერთმანეთს და მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, თვალით არ გვინახავს სააკაშვილი - ლევან დოლიძე 23.06.2021 23:26

მე გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე „Mayflower“-ში შევხდით ერთმანეთს და მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, თვალით არ გვინახავს სააკაშვილი, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შეხვედრის თაობაზე.

 

მისი თქმით, ნიკა მელია ნახა ავტომობილიდან, როდესაც შევხედრაზე მიდიოდა, ხოლო ნიკა მელია - ვარჯიშობდა.

 

„არცერთი დღე ჩვენ და მიხეილ სააკაშვილი ამ სასტუმროში არ ვყოფილვართ. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებიდან ჩამოვფრინდით. მოგეხსენებათ, გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე აქ ბრიუსელიდან ჩამოფრინდნენ, მე იგივე დღეს, საღმაოს - თბილისიდან. ჩვენ სასტუმრო „Mayflower“-ში შევხვდით ერთმანეთს, მხეველობაში მაქვს, კახა ქემოკლიძე, გიორგი გახარია და მე. მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, სადაც თვალით არ გვინახავს არც მიხეილ სააკაშვილი, არც ნიკა მელია. ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მინდა ერთი რამ გითხრათ, როდესც ერთ შეხვედრაზე მივდიოდი, მანქანაში ვიჯექი და დავინახე, რომ ნიკა მელიამ სწრაფი სირბილით ჩაირბინა სპორტულ ტანსაცმელში. როგორც შემდეგ მომივიდა ინფორმაცია „ფეისბუქზე“, ის ვარჯიშობდა. ეს არის ერთადერთი გადაკვეთა, თუ ამას შეიძლება ეწოდოს გადაკვეთა“, - განაცხადა დოლიძემ.

 

ცნობისათვის, "რუსთავი 2"- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ