დღე: 24

ღამე: 14

USD 2.7227

EUR 3.191

ანგელა მერკელს სურს, პუტინი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს - „ფაინენშალ თაიმსი“ 24.06.2021 11:17

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს სურს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს და აღნიშნულ ინიციატივას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც მხარს უჭერს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გამოცემის მიხედვით, გერმანიის კანცლერმა ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც ბერლინს საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ესტუმრნენ.

 

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ბერლინში ფიქრობენ, რომ 16 ივნისს ჟენევაში ჩატარებული აშშ-რუსეთის სამიტი შეიძლება, საფუძვლად დაედოს დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ევროკავშირისა და რუსეთის სამიტები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეწყდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ