დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

24 ივნისი ისტორიაში - დღის კალენდარი 24.06.2021 11:19

1645 წლის 24 ივნისს ოსმალეთმა კუნძული კრეტა დაიპყრო. ოსმალეთის არმია სტამბოლიდან 348 საბრძოლო გემით დაიძრა და კუნძული კრეტა დაიპყრო რა, ამ კუნძულზე ვენეციის ოთხასს წლიან მმართველობას ბოლო მოუღო. ოსმალეთის სულთან იბრაჰიმ პირველის პერიოდში დაპყრობილ კუნძულით ხმელთაშუა ზღვაში ოსმალეთმა მნიშვნელოვანი სტრატეგია მოიპოვა და ამით მალტელი რაინდების მიერ ოსმალეთის სავაჭრო გემებზე განხორციელებული თავდასხმებიც აღიკვეთა. კუნძულის დიდი ნაწილის დაპყრობა მოკლე დროში მოხდა, მაგრამ ქანდიეს ციხესიმაგრის აღება, რომელიც ისევ ამ კუნძულზე იყო განთავსებული, მის აღებას 24 წელი დასჭირდა. ციხესიმაგრის აღება 1699 წელს ფაზილ აჰმედ ფაშას მხრიდან მოხდა.

 

1821 წლის 24 ივნისს ახალი კოლუმბიის სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ესპანეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ სამხრეთ ამერიკაში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლად ცნობილმა სიმონ ბოლივარმა კარაბობოს ბრძოლაში ესპანელები დაამარცხა და ახალი კოლუმბიის სახელმწიფო გამოაცხადა. იმ პერიოდში კოლუმბიის სახელით ცნობილი ტერიტორიები ვენესუელა, ეკვატორი, კოლუმბია, პერუ და პანამა ბოლივარმა ესპანეთის კოლონიალიზმისაგან გაანთავისუფლა რა, სამხრეთ ამერიკას დამოუკიდებლობა მოუტანა. იგი ახალი კოლუმბიის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტიც გახდა. სიმონ ბოლივარმა მთელი ცხოვრება გადასახლებაში და ბრძოლებში გაატარა რა, ძალიან ბევრ გამარჯვებასაც მიაღწია. იგი ტუბერკულიოზის დაავადებით 1830 წელს გარდაიცვალა.

 

1854 წლის 24 ივნისი სილისტრას გამარჯვების დღეა. რუსეთის არმიას ბულგარეთის ქალაქ სილისტრას ციხესიმაგრეში 70 დღე ჰყავდა ალყაში მოქცეული ოსმალეთის არმია. ამ ალყის დროს რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის ძლიერი შეტაკებებიც ხდებოდა. ოსმალეთის არმიას აღნიშნულ ციხესიმაგრეზე 10 ათას კაციანი ჯარი ჰყავდა, ხოლო რუსეთს კი 80 ათას კაციანი. რუსების მიერ ოსმალეთის ჯარების წინაშე 70 დღიან ალყის მოხსნის შედეგად თურქებმა ეს ბრძოლა სტრატეგიულად მოიგეს. ოსმალეთის და რუსეთის ისტორიაში სილისტრას გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მის შესახებ არაერთი პიესა და თეატრალური სცენა დაიდგა.

 


1917 წლის 24 ივნისს, ”ელვისებური არმია” ჩამოყალიბდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სირიის ქალაქ ალეპოში ენვერ ფაშას მეთაურობით თურქ და გერმანელ მთავარსარდლებს შორის ჩატარებულ შეხვედრაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ ორ მოკავშირე ქვეყანას ერთობლივად ”ელვისებური არმია” სახელწოდების სამხედრო შენაერთი ჩამოეყალიბებინათ. აღნიშნულ შეხვედრას მუსტაფა ქემალ ფაშა, იგივე ათათურქიც ესწრებოდა რა, ამ სამხედრო შენაერთის მეთაურად გერმანელი გენერალი ფალკანჰეინი იქნა დანიშნული. ერაყის ქალაქ ბაღდადის გასანთავისუფლებლად შექმნილმა ამ სამხედრო შენაერთმა წარმატებას ვერ მიაღწია და შემდეგ პალესტინის, სირიის და ერაყის დაცვის პოზიციაზე გადავიდა. 1918 წლის მონდროს შეთანხმების შემდეგ ”ელვისებური არმიის” სათავეში მუსტაფა ქემალ ფაშა იქნა დანიშნული. მაგრამ, მისი სარდლობა მხოლოდ რვა დღეს გაგრძელდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ