დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი პენსია? 24.06.2021 13:05

მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში სოციალური საპენსიო სისტემა მოქმედებს, თუმცა მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის მისი მოცულობა განსხვავდება.

 

აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანაში სოციალური პენსიის მინიჭების განსხვავებული სქემა მოქმედებს.

 

ლიხტენშტეინი

პენსიის საშუალო ოდენობა თვეში $3510-ს უდრის.

 

დანია

დანიაში პენსიის საშუალო ოდენობა $3000-ის ტოლია.

 

ფინეთი

საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები სახელმწიფო საპენსიო სააგენტოსგან და ინდივიდუალურად დაგროვებული პენსიის სახით თვეში 1781 დოლარს იღებენ.

 

იაპონია

ხანდაზმულები იაპონიაში პენსიის სახით თვეში საშუალოდ $1700-ს იღებენ.

 

აშშ

აშშ-ში, ისევე როგორც სხვა არაერთ მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, პენსია ინდივიდუალურ დაგროვებით სისტემას ეფუძნება. საშუალო პენსიის ოდენობა დაახლოებით  $1503 დოლარს შეადგენს.

 

კანადა

კანადაში საპენსიო ასაკი 65 წელია. პენსიის საშუალო ოდენობა თვეში $1416-ია.

 

იტალია

ხანდაზმულები პენსიის სახით თვეში საშუალოდ $1404-ს იღებენ.

 

საფრანგეთი

პენსია რამდენიმე საფეხურისგან შედგება - სახელმწიფო და ინდივიდუალურ დაგროვებითი. პენსიის საშუალო ოდენობა თვეში $1170-ია. 

 

გერმანია

საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები სახელმწიფო საპენსიო ფონდისგან და ინდივიდუალურად დაგროვებული პენსიის სახით თვეში საშუალოდ 1263 ევროს იღებენ. 

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ