დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პირველი დიპლომატების ერთობლივი სტატია 24.06.2021 13:23

ასოციაცირების ტრიოს შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების განხორციელებაში შემდგომი პროგრესისკენ და შეისწავლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სტრატეგიული განვითარების ახალ იმპულსს პარტნიორების ამბიციებისა და პროგრესის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელსაც EURACTIV-ი აქვეყნებს.



როგორც სტატიაშია აღნიშნული, შვიდი წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის სამმა ქვეყანამ – საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, ისტორიული და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს თავიანთი ევროპული მომავლისკენ, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.



„ისინი მოიცავდნენ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სფეროებს და წარმოადგენენ ყველაზე ამბიციურ შეთანხმებებს, რომლებიც ევროკავშირს ოდესმე თავის მეზობლებთან დაუდია. ამ შეთანხმებებმა გააერთიანა ჩვენი თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება და სახელმწიფოების კეთილდღეობის მშენებლობის პროცესები. მათ არსებითად განაახლეს სამი აღმოსავლელი პარტნიორის ურთიერთობა ევროკავშირთან და მტკიცედ განალაგეს ისინი ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკაზე, აღიარეს რა ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებები, აგრეთვე საერთო ისტორია და ღირებულებები, რომლებსაც დანარჩენ ევროპასთან ვიზიარებთ. ევროკავშირი გახდა ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი, მთავარი ინვესტორი და დანიშნულების ადგილი მილიონობით ჩვენი მოქალაქისთვის, რომლებიც იქ უვიზოდ მოგზაურობენ“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.



როგორც სტატიაშია აღნიშნული, შეთანხმებები წარმოადგენს ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის გაძლიერებული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ჩარჩოს, რომელსაც ისინი თანდათანობით მიჰყავს ევროკავშირის შიდა ბაზართან ინტეგრაციისკენ.



„შეთანხმებები წარმოადგენს ეფექტიან და ყოვლისმომცველ სახელმძღვანელოს სამი ასოცირებული პარტნიორის დინამიური რეფორმების პროცესში. ევროკავშირისთვის ეს ასევე გახდა ძლიერი ინსტრუმენტები თანხლებისა და დახმარებისთვის ამ ისტორიულ და რთულ ტრანსფორმაციის გზაზე.



ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ ხელმოწერის დღესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის არა რიგითი შეთანხმებები, არამედ საკვანძო მომენტი ჩვენი ურთიერთობებისა და მთლიანად ევროპის ისტორიაში.

მას შემდეგ ასოცირებული პარტნიორები თანმიმდევრულად და სტაბილურად ახორციელებენ შეთანხმებებს. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირებაში, ვაჭრობის ლიბერალიზაციაში, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის გარდაქმნაში, ადამიანთა შორის კონტაქტების დამყარების საქმეში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში, გარემოს დაცვის დღის წესრიგის გაუმჯობესებაში და უსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენი დემოკრატიებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესება ყოველთვის იყო და რჩება არსებით პრიორიტეტებად. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებებს“, – აღნიშნულია სტატიაში.


როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რეფორმების დღის წესრიგზე ფოკუსირებისას გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ქვეყნები კვლავ დგანან უსაფრთხოების გამოწვევების, განსაკუთრებით კი, მოუგვარებელი კონფლიქტების წინაშე.

„რუსეთის მიერ განხორციელებულმა ანექსიამ და უკანონო ოკუპაციამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე, ასევე, მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებულმა გადაუჭრელმა კონფლიქტმა, სერიოზული საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს და დაანგრია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევებმა მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია გამოიწვია ევროპულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაში და შეარყია წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. ჩვენ ვაპირებთ, ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია სტატიაში.



პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სამმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე უკვე მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება.



„როგორც სამ დამოუკიდებელი ერს, ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი ევროპული არჩევანი და ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანის სურვილი. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში უკვე მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხებში.
ასოციაცირების ტრიოს შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების განხორციელებაში შემდგომი პროგრესისკენ და შეისწავლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სტრატეგიული განვითარების ახალ იმპულსს პარტნიორების ამბიციებისა და პროგრესის გათვალისწინებით.

ევროკავშირში გაწევრიანების ძირითადი მიზნის მიღმა, ასოცირების ტრიო, DCFTA–სთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ასევე იმუშავებს ევროკომისიისა და პარტნიორებს შორის არსებული დიალოგის დღის წესრიგის ისეთ ახალ თემატურ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, განათლება, სამართლიანობა და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჯანდაცვა, კულტურა და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ, DCFTA -ს ჩარჩოს მიღმა მოვძებნოთ დამატებითი ინსტრუმენტები ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად, ასევე ევროკავშირთან ძლიერი, უსაფრთხო და საიმედო კავშირის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პუბლიკაციაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ