დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია! -ირაკლი კობახიძე 24.06.2021 13:29

როცა პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს ღიმილის მომგვრელია - სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია! - აცხადებს  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე.
 
„ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა, დღემდე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი, ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს.

ესენი საუბრობენ სანქციებზე?! - ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს! როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ჩვენ ამ ტექსტისა და სულისკვეთების შესაბამისად, ზედმიწევნით ვმოქმედებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ