დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

მათთვის ვასაძე ერთადერთი მიუღებელი ძალაა ამ ხროვაში - რუსუდან შარაძე 24.06.2021 13:43

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება:


"ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ლევანი! ისეთ ძალას დაუპირისპირდა, რომ არაფერი გამიკვირდება. პირიქით, მოსალოდნელიც არის, რომ სანამ ხალხი აზრზე მოვა, ძირშივე გაანადგურონ. ჯერ არ უქნიათ თუ რა?! მათთვის ვასაძე ხომ თითქმის ერთადერთი მიუღებელი (და რაც მთავარია, საშიში!) ძალაა ამ ხროვაში, რომელსაც დღეს ქართველი პოლიტიკოსები ჰქვია და რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ვასალობასა და უკანალის ლოკვაში, ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების ხარჯზე!


მოკლედ, არც ვიცი, რა ვთქვა..."- წერს რუსუდან შარაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თურქეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი .

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში „ერი, ერთობა, რაობა, იმედის“ ერთ-ერთმა წევრმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა, ლევან ვასაძეს ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო რამდენიმე თვეა შეექმნა, რაც გამოიხატება საერთო ტონუსის დაცემაში.         

 

მისივე თქმით, საქართველოში ვერ მოხერხდა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზების დადგენა და ამიტომ გუშინ მოხდა თურქეთში კვლევების ჩასატარებლად მისი გამგზავრება.

 

„ამჟამად საავადმყოფოშია. აქვს საერთო სისუსტე და ჰაერის უკმარისობა. დღეს დაიწყეს მისი კვლევა“ - განაცხადა მანჯავიძემ და დასძინა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეჭვი აქვთ ლევან ვასაძის შესაძლო მოწამვლაზე სიმართლეს არ შეესაბამება.


ასეთ რამეზე ეჭვი არ გვაქვს, მაგრამ თეორიულად ყველაფერი შეიძლება,“ - აღნიშნა მანჯავიძემ.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ