დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ჩემი ინიციატივით, პარლამენტს უკვე წარედგინა ორი კანონპროექტი - ირაკლი ღარიბაშვილი 24.06.2021 16:17

ჩემი ინიციატივით, პარლამენტს უკვე წარედგინა ორი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ამნისტია შეეხება და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს. 

"საუბარია პანდემიის პერიოდში იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.
პანდემიის პერიოდში არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა და აღნიშნული სახდელები მათთვის დამატებითი ტვირთია. რა თქმა უნდა, ვირუსის მართვის დროს აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივა სწორედ ამით არის განპირობებული", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ