დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საგანგაშოა თუ არა რუსეთისთვის ასოციაცირების ტრიოს შექმნა - ზაალ კასრელიშვილის შეფასება 24.06.2021 16:28

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული ინტეგრაციისა და მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად ერთიანდებიან. ასოცირებული ტრიოს მიზანი ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარება და ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებაა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანის განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის მიზნის გარდა, სამივე ქვეყანას საერთო გამოწვევებთან უწევს  გამკლავება, რაც ერთიანობისა და საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

 

რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და მოლდოვას  დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული  კონფლიქტი  მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას აყენებს რისკის წინაშე," - აღნიშნა მინისტრმა

 

დავით ზალკანიანმა არსებული კონფლიქტების გადაჭრის პროცესში ევროკავშირის ჩართულობისა და პოლიტიკური როლისთვის ჯოზეპ ბორელს მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომრუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრეს საკითხად უნდა შენარჩუნდეს". 

 

მისი თქმით, ზაზა გახელაძის დაჭრა და შემდეგ უკანონო დაპატიმრება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმები ჰუმანიტარულ საკითხებსაც კი უგულვებელყოფენ.

  
 
იმედი მაქვს ევროპელი პარტნიორები კვლავ მხარს დაუჭერენ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მზად ვართ ერთსულოვნად განვაგრძოთ სვლა ევროპაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად"-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა



სამი ქვეყნის გაერთიანებას ჯორჯიან თაიმსთან ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი გამოეხმაურა:


რა თქმა უნდა, სამივე ქვეყანასთან ასეთ ფორმატში მუშაობა ყურადღების მისაქცევად უფრო იოლია. ასე, ორგანიზაციული  თვალსაზრისით და ტექნიკურადაც მოსახერხებელია. რაიმე პრივილეგია ექნება თუ არა სამეულს, ამ გაერთიანების გამო, ვერ გეტყვით. თუმცა, შესაძლოა, ევროკავშირის პირდაპირი მესიჯიც იყო, რომ მათ, სამივე ქვეყანასთან პროცედურები გაიოლეობოდათ,“- აღნიშნა ზაალ კასრელიშვილმა.



კითხვაზე: - ხომ არ ნიშნავს ეს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებას? გვპასუხობს, რომ არ ნიშნავს.


ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ სამი ქვეყნის ევროკავშირის წევრობა რუსეთისთვის სახიფათო და საგანგაშო არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, კომენტარები უარყოფითი ექნება. რუსეთი აფიქსირებს კონფლიქტს უკრაინასთან  და  ამ დროს, სოლიდარობის ნიშნად ერთიანდება სამი ქვეყანა. ვფიქრობ, რამე განსაკუთრებული შიშები და პრეტენზიები არ ექნებათ,“- განმარტავს კასრელიშვილი.

 

ასოციაცირების ტრიოს შექმნის შესახებ EURACTIV- პუბლიკაციას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, შეთანხმებები წარმოადგენს ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის გაძლიერებული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ჩარჩოს, რომელსაც ისინი თანდათანობით მიჰყავს ევროკავშირის შიდა ბაზართან ინტეგრაციისკენ. რეფორმების დღის წესრიგზე ფოკუსირებისას გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ქვეყნები კვლავ დგანან უსაფრთხოების გამოწვევების, განსაკუთრებით კი, მოუგვარებელი კონფლიქტების წინაშე.

 

რუსეთის მიერ განხორციელებულმა ანექსიამ და უკანონო ოკუპაციამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე, ასევე, მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებულმა გადაუჭრელმა კონფლიქტმა, სერიოზული საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს და დაანგრია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევებმა მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია გამოიწვია ევროპულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაში და შეარყია წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. ჩვენ ვაპირებთ, ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია სტატიაში.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ