დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

უნგრეთის მიერ ანტი-LGBT+ კანონის მიღების შემდეგ ამ ქვეყნის ადგილი ევროკავშირში აღარ არის - მარკ რიუტე 24.06.2021 20:09

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რიუტეს განცხადებით, უნგრეთის მიერ ანტი-LGBT+ კანონის მიღების შემდეგ ამ ქვეყნის ადგილი ევროკავშირში აღარ არის.

მედიის ცნობით, ამის შესახებ რუტემ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემთვის, უნგრეთის ადგილი ევროკავშირში აღარ არის. მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ეს უნდა გადაწყვიტოს, კიდევ 26 ქვეყანაა“, - განაცხადა რუტემ.

ნიდერლანდების პრემიერის აზრით, თუკი უნგრეთი არ აჩვენებს არავითარ გაუმჯობესებას და ევროკავშირის ღირებულებების საწინააღმდეგოდ სვლას განაგრძობს, ის ევროკავშირის წევრობას შეწყვეტს.

„სამწუხაროდ, მე ვერ ვიტყვი დამოუკიდებლად და ვერც სხვა წევრი ქვეყნების სახელით - რომ უნდა გახვიდეთ. ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ“, - განაცხადა რუტემ.

ამასთან, რუტემ კომენტარი გააკეთა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ ვლადიმერ პუტინთან ევროკავშირის სამიტი გამართონ. ის ამბობს, რომ თავად ვლადიმერ პუტინს არ შეხვდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBTQ მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBTQ თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ. აიკრძალება. ამასთან, კომპანიებსა და დიდ ორგანიზაციებს LGBTQ თემის მხარდამჭერი ბანერების განთავსება აეკრძალებათ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ