დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კიდევ როდემდე დაემთხვევა და ემთხვევა ნაცებს? ნაცებთან კოალიციას რომ შექმნის, გამოვა და იტყვის, დამთხვევააო - დიტო სამხარაძე 24.06.2021 20:43

ქართული ოცნების დეპუტატი და პოლიტსაბჭოს წევრი დიტო სამხარაძე გიორგი გახარიას შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს:
1. კანონის აღსრულებაზე უარი თქვა, მელიას დაჭერა რომ არ უნდოდა და 2-3 დღით ღონისძიების გადატანა სურდა მაშინ, როდესაც ნაცები გაიძახოდნენ 2-3 დღეში ოცნების ჩამოშლას - დამთხვევააო.
2. ნაცების გამო რომ გადადგა - დამთხვევააო.
3. 43%-იანი ბარიერის გამო პოლიტიკაში მობრუნება რომ გადაწყვიტა - დამთხვევააო.
4. ქვეყანაში ნეპოტიზმი და კორუფციააო და ამ დროს მისი გარემოცვის ნათესავები ყავდა გადანაწილებული თანამდებობებზე - დამთხვევააო.
5. ამბობდა, 20 ივნისს, პარლამენტში დეპუტატები არ იყვნენ და მარტო ვიყავიო, არადა კადრები გავრცელდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილზე იმყოფებოდნენ - დამთხვევააო.
6. ოცნების აქტივს ატყუებდა ბიძინა ივანიშვილი მხარს გვიჭერსო და ბატონი ბიძინასგან პასუხი მწარე სიმართლით მიიღო - დამთხვევააო. 
7. სააკაშვილს რომ შეხვდა 20 მილიონიან ქალაქ ვაშინგტონში, სასტუმროში - დამთხვევააო.
კიდევ როდემდე დაემთხვევა და ემთხვევა ნაცებს?... სულ რატო ხდება ასე, რომ ნაცებს ეკვეთება?
ნაცებთან კოალიციას რომ შექმნის, ეჭვი მაქვს, გამოვა და იტყვის, დამთხვევააო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ