დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

კარგი კაცი ხარ, პოლიციელო და მე შენ სახელიც კი არ გკითხე! გაიხარე! - ნინო ხაჩიძე 24.06.2021 20:55

ნინო ხაჩიძე:

ცხოვრება როგორი მრავალფეროვანია, ფერადი, მოძრავი... დღეს დილით გენინსპექციის კანცელარიაში დავრეკე და ოპერატორს ვუთხარი, რომ მოქალაქე ნინო ხაჩიძე ვაწუხებდი განცხადების გამო და ის-ის იყო, უნდა მეკარნახა განცხადების ნომერი, რომ მითხრა, არ მინდაო. 2 წუთში მითხრა, ვის დაეწერა ჩემი განცხადება. მე ვუთხარი - იქნებ შეგეშალათ, მაინც გიკარნახებთ განცხადების ნომერს-მეთქი. გაღიზიანებული ტონით აქეთ მიკარნახა. მე ვურჩიე, ტონალობა გაესწორებინა, იმიტომ რომ მანდ ზიხართ, რადგან მოქალაქეევს უნდა მოემსახუროთ ზრდილობიანად და ტაქტიანად, ცუდი ხასიათი გამოამჟღავნეთ სახლშ-მეთქი. ძალიან კონფლიქტური პიროვნება ხართო, ნუ - სახელმწიფოს ბედნიერებისთვის თქვენი ანგელოზობაც საკმარისია-მეთქი და დავემშვიდობე. შემდეგ მასალები მქონდა შესაძენი, ცუდად შემიფუთეს და ცუდად ჩამიდეს მანქანაში, ამიტომ, რომ დავიძარი, 50 მეტრში, გადაიღუნა ე. წ. "კარნიზი", რომელიც ე. წ. "უგოლნიკებთან ერთად ფანჯრიდან იყო გაშვერილი. ბედად, ჩემ უკან დავლანდე პატრულის მანქანა, ხელის ყელთან მოძრაობით, ვთხოვე, გაეჩერებინა. გააჩერეს, ერთ-ერთი გადმოვიდა, ავუხსენი ჩემი გასაჭირი, "დავსკოჩოთო, დავიწყეთ "სკოჩის" ძებნა. ბედად -მანქანაში აღმოვაჩინე, გაბრიელის მიერ ჩაგდებული "სკოჩი", ამ დროს პატრული თავის მანქანაშ ეძებდა რაღაც ნაჭერს, რომ იმით მაინც გადაგვეხვია. მოკლედ -ამ თაკარა მზეში, სრულად გადამისკოჩა "უგოლნიკები" და "კარნიზები", თავიდან მომითავსა მანქანაში, მიმიმაგრა მანქანის შუშაზეც და სევდიანად მკითხა, შორს მიგაქვთო?! ფერადია სამყარო - ფერადი. კარგი კაცი ხარ, პოლიციელო და მე შენ სახელიც კი არ გკითხე! გაიხარე!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ