დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ხომ უფრო ბუნებრივი იქნებოდა ლევან ვასაძისთვის რუსეთში მკურნალობა, ვიდრე მათთვის მიუღებელ, მუსულმანურ, ნატო-ს წევრ ქვეყანაში? - მირიან ყარაულაშვილი 24.06.2021 22:43

მირიან ყარაულაშვილის პოსტი:

ღმერთმა გამოაჯანმრთელოს სრულად ყველა ქართველი და რა თქმა უნდა , ლევან ვასაძეც... - მაგრამ, უნებლიედ ჩნდება კითხვა: თუ ასეთი კარგები და მოწინავენი არიან ყველა მიმართულებით , მათ შორის მედიცინის მიღწევებით რუსეთი და მასთნ მიბმული სივრცის ქვეყნები, როგორადაც წარმოგვიდგენენ ხოლმე ბატონი ლევან ვასაძე და მისი მიმდევრები და თუ ასეთი უვარგისები არიან დასავლეთის, ნატო-ს ქვეყნები და კონკრეტულად თურქეთი, რომ კომბლებით აპირებენ ლევანი და მისი რაზმი მათ გარეკვას - მაშინ რატომ მიეშურებიან ხოლმე მსგავსი პრობლემებით თურქეთსა და დასავლეთის ქვეყნებში და არ მიფრინავენ რუსეთსა და მასთან აფილირიბულ ქვეყნებში ??? ხომ უფრო მარტივი, ლოგიკური და ბუნებრივი იქნებოდა ლევან ვასაძისთვის რუსეთში ჯანმრთლობის მდგომარეობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვიდრე " მათთვის მიუღებელ, მუსულმანურ , ნატო-ს წევრ ქვეყანაში"???
ჩამოყალიბდით ძმებო, ჩამოყალიბდით!!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ