რესტორანში მორთმეული მენიუდან შეგიძლია აირჩიო ის რაც გსურს. საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის მენიუს რომ დაგიდებენ, იქ ასეთი ფუფუნება აღარ გაქვს. ან იღებ ამ მენიუს მთლიანად, ან უარს ამბობ. მითუმეტეს, როდესაც ჩვენნაირ პატარა და სუსტ სახელმწიფოს ეხება საქმე.
გვინდა შეგნებულად და არა ყასიდად, ევროკავშირი და NATO, მაშინ უნდა მივიღოთ მთლიანად, ყოველგვარი დათქმების გარეშე, მათ მიერ შემოთავაზებული მენიუ და შევეგუოთ, რომ თბილისის ცენტრში რეგულარულად გაიმართება გეი-აღლუმები, ასევე ჩატარდება ისეთი ღონისძიებები, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ადათ-წესებსა და დამკვიდრებულ ღირებულებებს. თუ ჩვენს საზოგადოებას და ელიტებს ეს არ უნდათ, მაშინ დავანებოთ თავი ყელყელაობას, რომ „ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია,“ „საქართველო ევროპულ ოჯახში ბრუნდება“ და ა.შ. ამ საკითხზე ჩვენში ესოდენ პოპულარული „შუაშისტობა“ აღარ გამოდის. ან იქ ხარ და მათთან, ან სხვაგან და სხვებთან!
P.S. ჰო, სულ დამავიწყდა, კიდევ ერთი არჩევანიც გვაქვს, "ვეყუდნით ჩვენს თავს" თუკი გვაქვს ამის შნო, რა თქმა უნდა