დღე: 18

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8777

ბედნიერების გენი 26.08.2021 23:15

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გუნება-განწყობა დამოკიდებულია მხოლოდ ჰორმონულ ძვრებზე, ცხოვრებისეულ მიღწევებსა და თუნდაც ამინდზე - ცდებით!

 

ჯანმრთელობის ლონდონის სკოლის მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენი 5-HTTLPR, რომელიც აჩქარებს სეროტონინის მიწოდებას ტვინის უჯრედებამდე, რითაც აიძულებს ადამიანს ბედნიერების შეგრძნებას (განცდას).

 

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სწორედ „ბედნიერების“ გენი (როგორც მას მეცნიერები უწოდებენ) ყოფდა ადამიანებს პოზიტიურ და ნეგატიურ პირებად: ისინი, ვისთანაც ეს გენი გააქტიურებული იყო, ხშირად გამოთქვამდნენ ცხოვრებით კმაყოფილებას, ისინი კი, ვისთანაც დასახელებული გენი პასიური იყო, ტესტირებისას შფოთვას ავლენდნენ და უფრო მეტად პესიმისტურად აფასებდნენ ცხოვრებისეულ საკითხებს.

 

ვინ იცის, იქნებ ამ აღმოჩენამ გენეტიკაში დეპრესიის ეფექტურად მკურნალობის პრობლემაც გადაჭრას!

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ