"თალიბანის" მიერ ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა არც ინკლუზიურია და არც წარმომადგენლობითი - ამ ინფორმაციას Euronews ევროკავშირის პრეს-სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ახალი მთავრობა არც ინკლუზიურია და არც წარმომადგენლობითი. მაშინ, როდესაც ავღანეთი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ახლა მთავრობაში ამ მრავალფეროვნებას დავინახავდით, და „თალიბანმაც“ ამის პირობა დადო რამდენიმე კვირის წინ", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge