დღე: 23

ღამე: 12

USD 2.6788

EUR 2.8583

პარიზი ბელმონდოს ემშვიდობება 09.09.2021 19:56

პარიზში ცნობილ ფრანგ კინო ვარსკვლავთან, ჟან პოლ ბელმონდოსთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უძღვება.

 

გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე 700-მდე ადამიანია მიწვეული: მსახიობის ახლობლები, საფრანგეთის მთავრობის წევრები, ხელოვნების და სპორტის ცნობილი წარმომადგენლები.

ცერემონია პრეზიდენტმა მაკრონმა გახსნა და აღნიშნა, რომ ბელმონდო საფრანგეთის ეროვნული მონაპოვარია.

 

ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლისა გარდაიცვალა.

 

ჟან-პოლ ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით “პროფესიონალი”. 

 

1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში “ბედით განებრივებული”.

 

კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2011 წელს ბელმონდო კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოთი დააჯილდოვეს.მსახიობი 80-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა. მისი კინოკარიერა 50 წელს ითვლის. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ