ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში მეგის ქარდავას მოსალოდნელ ექსტრადირებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია ყოფილმა კმარელმა თეა თუთბერიძემ გაავრცელა და ამ ამბავს უკრაინის პრეზიდენტთან გარიგება უწოდა.
"წაიკითხეთ, რას წერს თეა თუთბერიძე მეგის ქარდავას გადმოცემასთან დაკავშირებით უკრაინის და ზელენსკის შესახებ.
ამ ქალბატონსაც უნდა მიუსაჯო ყოველ დღე იკითხოს კასრების საქმეზე უზენაესი სასამართლოს განაჩენი.
ღარიბაშვილი ზელენსკის გაურიგდაო. ვითომ ამით გააკრიტიკა.
შემდეგ პოსტად 1 არხის ძველ სიუჟეტს დავდებ. კოლექტიურმა კმარელებმა გაიხსენეთ რა საქმეებში ედება ბრალი ან გასამართლებულია. მერე აქედან ამოარჩიეთ 7 პიჯაკი, ან რაიმე მსგავსი და ატრიალეთ, 8 მილიონის არ იყოს."-წერს ამირან სალუქვაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge