დღე: 18

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8777

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა სიბერის საწინააღმდეგო სტარტაპი დააფინანსა 11.09.2021 18:03

 

ორი მილიარდერი - ჯეფ ბეზოსი და იური მილნერი სტარტაპ ბიოტექნოლოგიურ ფირმას აფინანსებენ, რომელიც თავის მხრივ დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების შესაქმნელად მუშაობს.

 

Altos Labs აშშ -სა და დიდ ბრიტანეთში ამ წლის დასაწყისში დარეგისტრირდა და უკვე 270 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო. სტარტაპი უჯრედების რეპროგრამირების ტექნოლოგიის პოტენციალს შეისწავლის, რათა ცხოველებში და შესაძლოა, ადამიანებში დაბერების პროცესი შეანელონ. მიუხედავად იმისა, რომ Altos-ის შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი, ერთი რამ ფაქტია - გუნდი ქმნის დაბერების საწინააღმდეგო ტექნიკას, რომლის შესწავლაც ლაბორატორიას შეუძლია.

 

სტარტაპის გუნდს შორის გამოირჩევა უჯრედების რეპროგრამის შესწავლის პიონერი შინია იამანაკა. მან ამ კვლევისთვის 2012 წელს ნობელის პრემია მიიღო.

 

Altos -ის მეორე წარმომადგენელია დოქტორ ხუან კარლოს ისისუა ბელმონტე, ესპანელი ბიოლოგი. 2016 წელს მან ემბრიონის ღეროვანი უჯრედების ტექნიკა თაგვებზე გამოიყენა. ექსპერიმენტის შემდეგ ისისუა ბელმონტემ რეპროგრამის ტექნიკას პოტენციური „სიცოცხლის ელექსირი“ უწოდა.

 

 

კომპანიას ასევე უერთდება დოქტორი სტივ ჰორვათი, რომელმაც სპეციფიური მარკერები შეიმუშავა. მარკერებს შეუძლიათ დაბერება ადამიანებსა და ცხოველებში ზუსტად გაზომოს.

 

აღსანიშნავია, რომ 57 წლის ბეზოსმა, მსგავს სტარტაპში ინვესტიცია ადრეც ჩადო. კომპანია Unity Biotechnology თითქმის ანალოგიური ტექნოლოგიის შემუშავებას ცდილობს.

 

Altos - ს ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, მაგრამ ბეზოსისა და მილნერის გარდა, კომპანიაში შეიძლება მოწვეულნი იყვნენ ინვესტორები სილიკონის ველიდან.

 

შეგახსენებთ, რომ ბეზოსი პირველია, რომლის ქონებაც  Forbes-ის მილიარდერთა სიაში მყოფი 12 პირის ქონების საერთო ღირებულებას აღემატებოდა. ჯეფ ბეზოსის ქონების დაახლოებით 90%, შესაბამისად, 176 მილიარდი აშშ დოლარი მის 10%-იან წილზე მოდის Amazon-ში , დანარჩენი კი მის ინვესტიციაზე კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ში და მის მფლობელობაში არსებულ გამოცემა The Washington Post-სა და Amazon Day 1 Fund-ზე.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ